კორპორაცია Mars-ის განცხადებით, მის სარეკლამო რგოლებში არის გენდერული დისბალანსი და მასში მამაკაცები 1,5-ჯერ უფრო ხშირად ჩანან, ვიდრე ქალები. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Drum-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია Mars-ის ბრენდების 200-ზე მეტი რეკლამა იქნა შესწავლილი და აღმოჩნდა, რომ მათში დასაქმებული პერსონაჟებიდან კაცები ქალებს თითქმის ორჯერ აღემატებიან.
Mars-ის განვითარების დირექტორის თქმით, კომპანია იღებს ვალდებულებას მომავალი თაობების ცნობიერების ფორმირების პროცესში, ამიტომ გეგმავს საკუთარ რეკლამებში ორივე სქესის წარმომადგენლის მონაწილეობა გაათანაბროს.