ამერიკული საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Mars-ი გლობალურ რებრენდინგს აწარმოებს. ამით კომპანია შეეცდება საკონდიტრო ნაწარმთან დისტანცირებას თავი დააღწიოს და ბიზნესის გაფართოება უკეთ წარმოაჩინოს. ბრენდის პრომორგოლი კომპანიის საიტზე უკვე განთავსდა.
Mars-ს გენერალური დირექტორი „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ჰოლდინგს განვითარების გლობალური სტრატეგიის გადახედვა მოუწია. კომპანიაში მტკიცედ სჯერათ, რომ სამყარო, რომელიც ჩვენ გვინდა ვიხილოთ ხვალ, იწყება იქედან, თუ როგორ ვაშენებთ ბიზნესს დღეს.
ცნობისთვის, კომპანია აწარმოებს შოკოლადებს Mars, Twix, Snickers, M&M's; Skittles დრაჟეებს, საღეჭ რეზინებს Wrigley-ს და ცხოველების საკვებს - Pedigree-ს, Whiskas და Royal Canin-ს.