სასტუმროების ქსელის ამერიკულმა კომპანია Marriott International-მა პირველი კვარტალი 11 მილიონი დოლარის სუფთა ზარალით დაასრულა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 31 მილიონის სუფთა მოგება ჰქონდა.
რაც შეეხება შემოსავლებს, სამთვიან საანგარიშო პერიოდში Marriott-ის შემოსავლები 50%-ით, 2 მილიარდ 320 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელზე დაბალი აღმოჩნდა.
ნომერზე გათვლის მიხედვით კი, შემოსავალი იანვარ-მარტში 46,3%-ით შემცირდა. ამ სამ თვეში ბრენდის სასტუმრობის დატვირთვამ 49% შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის მეოთხე კვარტალში 33% ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ წლის პირველ კვარტალში კომპანიის კაპიტალიზაცია 14%-ით გაიზარდა და 47 მილიარდ 760 მილიონი დოლარი შეადგინა.