სასტუმროების ქსელმა Marriott International-მა ახალი 3-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. ამ გეგმის მიხედვით, 2012 წლამდე კომპანია მსოფლიო მასშტაბით ათას 700 ახალ სასტუმროს გახსნის. ამასთან, როგორც „როიტერსი“ წერს კომპანია აქციონერებისთვის 11 მილიარდი დოლარის დაბრუნებას გეგმავს.
Marriott-ი, მომდევნო სამი წლის განმავლობაში სასტუმროების ქსელში 275-295 ათასი ნომრის დამატებას აპირებს, რაც მას დამატებით 400-700 მილიონ დოლარს მოუტანს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კომპანიამ მოგებასთან დაკავშირებით, „უოლ სტრიტის“ მოლოდინები ვერ გაამართლა და 2018 წელს კომპანიამ საპროგნოზო მაჩვენებელზე ნაკლები მოგება მიიღო. ეს კომპანიაში ჩრდილოეთ ამერიკაში სასტუმროებზე მოთხოვნის კლებით ახსნეს, ჩრდილოეთ ამერიკა კი ამ ქსელის უმსხვილესი ბაზარია.