მაროკოში ასობით ახალგაზრდა მასწავლებელი საპროტესტო აქციას მართავს. ისინი დედაქალაქ რაბათში განათლების სამინისტროსთან არიან შეკრებილები და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მასწალებლები უკვე რამდენიმე კვირაა გაფიცულები არიან. მასწავლებლებს ოფიციალურად სურთ გახდნენ განათლების სამინისტროს თანამშრომლები, რათა სრულად ისარგებლონ იმ სარგებლით, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ, მათ შორის არის უკეთესი პენსია და უფლება სამუშაოდ სხვა რეგიონში გადავიდნენ. მასწავლებლები მთელ ღამზეს აქციაზე ატარებენ. პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.