ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ღარიბაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში მობილიზებულები არიან შსს-ს თანამშრომლები.
გატარებული ღონისძიებები მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაწესებას უკავშირდება.