მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები მოითხოვენ “ქართული ოცნების” ყველა იმ აქტივისტის დაკავებას, ვინც მარნეულში რამდენიმე დღის წინ მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, იმ ორი ადამიანის დაკავება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა, საკმარისი არაა.