მკვლელობა მოხდა მარნეულში. 45 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი მრავლობით დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.