მარნეულში, სადახლოს 31-ე საუბნო საარჩევნო კომისიის ეზოში დაპირისპირება მოხდა. როგორც ჟურნალისტებს სააგენტო "ნიუს სფეისის" დამკვირვებელმა, ტახირ ალიევმა განუცხადა, მას 6 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.
აღნიშნულ ფაქტს უარყოფს "საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს" წარმომადგებელი მაზახირ გოიიუსუბოვი. მისი თქმით, პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. პროვიკაციაზე საუბრობს "ახალგაზრდული ინიციატივის" წარმომადგენელი გიზო კორტავაც. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.