სამართალდამცავებმა განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 32,03 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომელიც, ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, 19,45 გრამ ჰეროინს შეიცავს.