მარნეულში 70 წლამდე ასაკის ქალი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. შემთხვევა სოფელ კიროვკაში მოხდა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის ეზოში მიწა იყო ამოთხრილი, სავარაუდოდ, მოკლულის დასამარხად.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს მისი სამძებრო ღონისძიებები.