საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგზე, შპს "ბადაგონთან" დაკავშირებით დამატებით დეტალებზე ისაუბრეს.საგამოძიებო სამასაურმა დააკონკრეტა იმ დოკუმენტების ნუსხა, რომელიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის მასალების შესასწავლად, კომპანიიდან ამოიღეს."შპს "ბადაგონში" არ ჩატარებულა ჩხრეკა, ჩატარდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედება. ბადაგონის პრეზიდენტი თემურ უბილავა კომპანიის 100%იანი წილის მფლობელს გიორგი სალაყაიას მიმართავს, რომ ქარხნის მუშაობა არ შეაჩეროს.უბილავას განცხადებით სწორედ სალაყიას მიმართ არსებული ნდობიდან გამომდინარე, ეტაპობრივად მოხდა წილების მასზე გადაფორმება.შპს „ბადაგონის” მიერ წილების მითვისების საქმეზე გამოძიება 7 თებერვალს დაიწყო. საგამოძიებო უწყებამ საქმე "ბადაგონის" ყოფილი მეწილის კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" სარჩელის საფუძველზე აღძრა.