მარნეულსა და ბოლნისში სპეციალურმა ჯგუფებმა 20 ათასზე მეტი ადამიანი შეამოწმეს და მათგან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა - Palitra News

მარნეულსა და ბოლნისში სპეციალურმა ჯგუფებმა 20 ათასზე მეტი ადამიანი შეამოწმეს და მათგან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა

2020-03-25 12:57:11+04:00

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ზე შემოწმებული 20 ათასზე მეტი პაციენტიდან ტემპერატურა მხოლოდ 25 დაუფიქსირდა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განაცხადებით ამ 25 ადამიანიდან ვისაც სიცხე დაუფიქსირდა, საყურადღებო მხოლოდ ორია.

ჩიქოვანის განცხადებით, საკარანტინო ზონებში ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.