მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დღეს 40 ერთეული შემასხურებელი აგრეგატის მეშვეობით შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას ინფორმაციით, შემასხურებელი აგრეგატები დასავლეთ საქართველოდან უნდა ჩამოეტანათ, დღეს დილიდან კი მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას დაიწყებენ. მისი თქმით, მუნიციპალიტეტებში სავარაუდოდ, კონკრეტულ ლოკაციებზე მითითების შესაბამისად მოხდება სადეზინფექციო სამუშაობის ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელ პუნქტთან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო უსაფრთხოების ზომები მკაცრად კონტროლდება. მუნიციპალიტეტში შესვლის მსურველი ყველა პირი სპეციალურ სამედიცინო შემოწმებას გადის. ადგილზე ხდება მათთვის ტემპერატურის გაზომვა. ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მარნეულის მინიციპალიტეტში არიან ჩაწერილები, თუმცა შესვლის შემთხვევაში, ისინი ტერიტორიას ორი კვირის განმავლობაში ვერ დატოვებენ.