ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების გარდა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა გრძელდება. მარნეულსა და ბოლნისში იმ საწარმოების ნაწილიც გააგრძელებს ფუნქციონირებას, რომლებიც ღია სივრცეში ოპერირებენ. ობიექტებზე, რომლებიც დახურულია საგანგებო მდგომარეობის გამო და თვითნებურად განახლებენ მუშაობას, გათვალისწინებულია ჯარიმები. როგორც თურნავამ აღნიშნა, ამ მხრივ განსაკუთრებული კონტროლია იმ მუნიციპალიტეტებში სადაც საკარანტინო რეჟიმია დაწესებული.