საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ ბოლნისი და მარნეული მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე გააკეთა.
„მისი თქმით, დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები", - განაცხადა გახარიამ.
ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის შემოღება კორონავირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია.
ცნობისთვის, მარნეულში ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, 80-ზე მეტ პირთან ჰქონდა კონტაქტი.