მარნეულის მუნიციპალიტეტში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. სამივე ინფიცირებული სოფელ მარეთში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრია. ამ დროისთვის ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ, მიმდინარეობს ინფექციის წყაროსა და ინფიცირებულთა მჭიდრო კონტაქტების მოკვლევა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების ახალი შემთხევა რამდენიმე კვირაა აღარ დაფიქსირებულა. 23 მარტიდან, 18 მაისამდე მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებდა.
ამ დროისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირისით ინფიცირების 31 დადასტურებული შემთხვევაა.