მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წინ რამდენიმე საათია ხალხმრავლობაა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები მერიის შენობასთან შეკრიბნენ და ადგილობრივ მთავრობას სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვენ. ადგილზე მოსული მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლებში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა და მინიმალური საკვების შესაძენად საკმარისი თანხმები არ აქვთ.
მარნეულის მერის ზაურ დარგალის განცხადებით, მერიის მიერ გაცემული დახმარება ყველა მარნეულელეს გადაეცემა. მან ასევე მოუწოდა მოსახლეობას დაშლილიყვნენ, წასულიყვნენ სახლებში, სადაც სოფლის რწმუნებულები ადგილზე გაეცნობოდნენ მათ საჭიროებას.
მარნეულის მერიამ, ამ დროისათვის, სასურსათო პროდუქტით 1 000-მდე ოჯახი მოამარაგა. საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა.