მარნეულის მე-3 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, ისინი დიდი უპირატესობით იგებდნენ, რის შემდეგაც, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე შევიდნენ, შუქი ჩააქრეს და ბიულეტინები ჩაყარეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.