საქართველოს პარლამენტის წევრის, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ნავერიანის განცხადებით ბოლო 5 დღის განმავლობაში მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა. როგორც მან აღნიშნა ამ ეტაპზე ქალაქში საკვები პროდუქტების მომარაგება მიმდინარეობს და ეტაპობრივად გაჭირვებულ ოჯახებს ურიგდებათ. ნავერიანის შეფასებით, მარნეულში ვირუსის გავრცელების პროცესი არ გაქცეულა და არსებული სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება.