მარნეულიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტს რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, აღნიშნული პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისივე ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 47 პაციენტი იმყოფება და თთქმის ყველა პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლევან გოფოძის განცხადებით კლინიკიდან რამდენიმე პირის გაწერაც იგეგმება.