თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ხუთის სტაბილური.
კრიტიკულ მდგომარეობაში მარნეულიდან ჩამოყვანილი 62 წლის ქალბატონია. რატიანის თქმით, მისი მდგომარეობა დინამიკის ცვლილების გარეშეა. მისივე თქმით, ლუგარის ცენტრში 24 ანალიზია გაგზავნილი და პასუხები დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.