პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან გადმოყვანილი ჩვილის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკის ექიმის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, ახალშობილს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი აღენიშნება.
ექიმის თქმით, ჩვილს კორონავირუსზე გამოსაკვლევად ანალიზი აუღეს, რომელის პასუხიც საღამოს იქნება ცნობილი. ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მედიკოსების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა თუმცა არა უიმედო.