მარნეული-თელეთის გზის მონაკვეთზე სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საცობი შეიქმნა.