"ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის მერობის კანდიდატი ყიზილაჯლოში, "ქართული ოცნების" შტაბში გუშინ მომხდარ შემთხვევას შიდაპარტიულ ან ბიზნესთან დაკავშირებულ დაპირისპირებას უკავშირებს.როგორც აზერ სულეიმანოვმა განაცხადა, ყველა ინფორმაცია, რაც აქვს, ყველა ჭორის დონეზეა გავრცელებული და კონკრეტულად არაფერი იცის, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა პოლიტიკურ მოტივს არ უნდა უკავშირდებოდეს.ამასთან, როგორც სულეიმანოვმა აღნიშნა, საკრებულოში ყიზილაჯლოდან „ოცნების“ კანდიდატი ბიზნესმენია.