სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარმა „სამკერვალო კომპანია იმერიმ“ წარმატებით გაიარა დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ტანსაცმლის მწარმოებლის, მსოფლიო ბრენდის Marks&Spencer-ის აუდიტი და მისი ოფიციალური მიმწოდებელი გახდა.კომპანიის მიერ შეკერილი ტანსაცმელი სხვადასხვა ქვეყნებში, ცნობილი ბრენდის M&S მაღაზიებში, იარლიყით - „დამზადებულია საქართველოში“ გაიყიდება.აღსანიშნავია, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კომპანიამ ქუთაისში, ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება შეძლო, რომლის შედეგადაც გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა. საწარმოში ამჟამად 400-მდე ადამიანია დასაქმებული.