კომპანია Facebook -ის ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი გეგმავს Facebook Messenger-ის, WhatsApp-ის და Instagram-ის ინტეგრირება მოახდინოს. ამის შესახებ The New York Times წყაროზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, სამივე სერვისი განაგრძობს ფუნქციონირებას როგორც ცალკე აპლიკაცია, თუმცა, შეტყობინების გაგზავნის ერთიანი სისტემა ექნებათ. უფრო კონკრეტულად, მათში დაინერგება გამჭოლი შიფრირება, რომელიც გარანტირებულად შეტყობინებებს მხოლოდ მოსაუბრეებს უჩვენებს.
გაზეთის ინფორმაციით, ამაზე მუშაობა ადრეულ სტადიაზეა და მისი დასრულება 2019 წლის ბოლოსთვის ან 2020 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.