კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი, კომპანიის გაყოფის წინააღმდეგ გამოვიდა. ამის შესახებ მან France Info-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ცნობილია ხუთშაბათს გაზეთმა The New York Times-მა გამოაქვეყნა მასალა რომლის ავტორიც Facebook-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი კრის ჰიუზი იყო. ის აცხადებდა, რომ ცუკერბერგს მთელს მსოფლიოში გადაჭარბებული ძალაუფლება აქვს, მათ შორის ამომრჩეველზე ზეგავლენაც.
ცუკერბერგის განცხადებით კი, ის რასაც ჰიუზი სთავაზობს საზოგადოებას, პრობლემას ვერ გადაჭრის. ამასთან, ის ირწმუნება, რომ ჰიუზის მიერ სტატიაში წამოწეული საკითხები ძალიან სერიოზულია და ისიც აღნიშნა, რომ წელს კომპანიის ბიუჯეტი უფრო მეტად არის უსაფრთხოებაზე მიმართული, ვიდრე წინა წლებში იყო.