მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1-ელი იანვრიდან აიკრძალება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსების საინიციატივო ჯგუფთან მიღწეული კიდევ ერთი გადაწყვეტილება სწორედ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის ვადის გახანგრძლივებას გულისხმობს. თბილისის მერის თქმით, 2021 წლამდე პერიოდი უკვე საკმარისი დროა იმისთვის, რომ ტაქსის მძღოლებმა საკუთარი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ჩანაცვლება მოახდინონ.