მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ახალი აქციზური განაკვეთით ჯერ არ განბაჟებულა. საუბარია, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 11 მარტის პერიოდზე. აღსანიშნავია, რომ 1 იანვრიდან განსაზღვრული აქციზის ახალი განაკვეთით ის მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები დაიბეგრება, რომლებიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2017 წლის 31 მარტის შემდეგ შემოვა. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზი გაიზარდა. მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე კი გასამმაგდა. ცვლილებების თანახმად, 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი აქციზის განაკვეთით იბეგრება ის ავტომობილი, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება 2017 წლის 1 იანვრამდე დაიწყო და საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა შემოვიდა; ან ის ავტომობილი, რომელიც 2017 წლის 1 იანვრამდე იქნა შემოტანილი.