მარჯვენასაჭიანი ავტომობილები 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ფარების რეგულირების გარეშე ტექინსპექტირებას ვერ გაივლიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ, 2019 წელს შესაძლებელი იყო, ფარებზე სტიკერების გამოყენება. თუმცა, ეს მხოლოდ გარდამავალი პერიოდით - 2020 წლამდე იყო გამონაკლისის სახით დაშვებული.
შესაბამისად, უკვე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან, მარჯვენასაჭიანი და ზოგადად, ისეთი ავტომობილებისთვის, რომლებიც შემხვედრი ავტომობილის მძღოლის მხედველობის არეალს ზღუდავენ, სტიკერები ვეღარ გამოიყენება. მსგავსი ავტომობილები იანვრიდან მაშუქი ფარების შესაბამისი რეგულირების გარეშე დახარვეზდებიან და ტექნიკურ ინსპექტირებას ვეღარ გაივლიან.