მარჯანიშვილის თეატრში, სადაც მსახიობ გურანდა გაბუნიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მივიდა. პრემიერმა მსახიობის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა მსახიობის ოჯახი წევრებსა და კოლეგებს. მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეტრში 13:00 საათიდან მიმდინარეობს. გურანდა გაბუნიას დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ. გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, გურანდა გაბუნია გარდაცვალებამდე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.