"დორტმუნდში" იულიან ბრანდტის და ტორგან აზარის მისვლის შემდეგ, მარიო გიოტცეს თამაში სისტემატურად არ უწევს და შესაძლოა, გუნდი გამოიცვალოს. იტალიური მედიის ინფორმაციით გერმანელის სამსახურით "ინტერია" დაინტერესებული და ზამთარში მის გადაყვანას ეცდება. გიოტცეს "დორტმუნდთან" კონტრქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება და წესით, ის გუნდმა იანვარში უპრობლემოდ უნდა გაყიდოს. გასულ სეზონში გიოტცემ 34 მატჩში 8 გოლი გაიტანა.