ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი მიხეილ სააკაშვილსა და ევროპარლამენტარებს შორის გამართულ შეხვედრას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინაასაარჩევნო ვითარების დეპოლარიზაციის ხელშეწყობისთვის გამოიყენოს. კალიურანდის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პატივი უნდა სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.