EURACTIV-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე: საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა არის შემდეგი? მონაწილეობისას ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ გასული წლის ზაფხულში საქართველოში მიღებული გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო რეფორმებისთვის მხარის არ დაჭერა და გასული წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, მისგან გამოწვეული კრიზისი გარკვეული შოკი იყო, ვინაიდან პარტნიორები მიეჩვიენ იმას, რომ საქართველო ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, ატარებს რეფორმებს და ევროპული ინტეგრაციის ერთგულია.
კალიურანდი მოუწოდებს ყველა პოლიტიკოსს, აიღონ მანდატი და დაიწყონ მუშაობა საქართველოს პარლამენტში, ერის, ხალხისა და საქართველოს მომავალის სასარგებლოდ. მან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეთანხმება არა მხოლოდ ფორმალურად უნდა შესრულდეს, არამედ არსებითადაც.