ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4-ვე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ყველა მათგანი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
ბოლო 24 საათში 13 პაციენტით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, მათგან ერთი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 24 დადასტურებელი შემთხვევა გადის მკურნალობის კურსს.