ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის ის მაჩვენებელი, რაც საქართველოში პირველი დადასტურებული შემთხვევიდან დღემდეა დაფიქსირებული, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის საოცნებო იქნებოდა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული კრიტერიუმების გამოყენება ხდება სწორად, ადეკვატურად და კარგად და თუ ვინმეს არ მოსწონს ეს თავად მათი პრობლემაა რომ არ უხარიათ ქვეყანაში წარმატება და ქვეყანაში არსებული შედეგი - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებული პაციენტი კი აქედან 22-ია.