თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია მიიჩნევს, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, რეგულაციების კვლავ გამკაცრების საჭიროება არ დადგება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ფაქტობრივად, ყველა კლასტერი შესწავლილია და ე.წ. საბურთალოს კლასტერის შესწავლაც აქტიურად მიმდინარეობს.
მარინა ეზუგბაია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რეგულაციების მოხსნის მიუხედავად, თვითშეზღუდვები დაიწესონ.
კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალიშემთხვევიდან 8 "საბურთალოს კლასტერს" უკავშირდება, 3 კი მარნეულის სოფელ მარეთიდან არის. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში 6 ახალი პაციენტი მოთავსდა.