თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 74% გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, კვლავ 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ, რომელთა მდგომარეობაც უმჯობესდება. მისივე თქმით 3 ახალი შემთხვევიდან სამივე საკარანტინო სივრციდანაა და ქვეყანაში ვირუსის ახალი წყარო არ გამოვლენილა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსის 3 ახალი შემტხვევა დაფიქსირდა ხოლო 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა.