ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.
რაც შეეხება 4 შემთხვევას, როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 კი საკარანტინო სივრციდანაა.
მისივე თქმით, ინფექციურში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს, მათგან 2 ახალია. ეზუგბაიას განმარტებით, მათი მდგომარება საშუალო და საშუალოზე მსუბუქია და არც ერთთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.