ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 კი შიდა გადაცემაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 4 შემოტანილი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურდა.
რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 კოვიდინფიცირებული მკურნალობას განაგრძობს.