თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, კლინიკური შეფასებით, არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. მისივე თქმით, 3 მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.
სულ ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის.