მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ კლინიკაში ამ ეტაპზე 7 მძიმე პაციენტი მკურნალობს - Palitra News

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ კლინიკაში ამ ეტაპზე 7 მძიმე პაციენტი მკურნალობს

2020-04-09 10:56:46+04:00

თბილისის ინფექციიური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამჟამად მკურნალობას 33 პაციენტი აგრძელებს, აქედან 7-ს მძიმე პნევმონია აღენიშნება. ეზუგბაიას თქმით, განსაკუთრებით მძიმეა 2 პაციენტის მდგომარეობა, რომლებთანაც მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, დაავადება პროგრესირებს.

ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირქტორის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებაზე განმეორებითი ტესტი, დაახლოებით, 10 პაციენტზე ტარდება.