თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა, რომლის წყაროც უცნობია. მისი თქმით, ამ ეტაპზე ჯამში 5 პაციენტია, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 24 საათში გამოვლენილი შემთხვევებიდან 3 სამედიცინო პერსონალია, 3 - საკარანტინო სივრციდან, 2 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მისი თქმით, ინფექციურში კვლავ 2 მძიმე პაციენტია, რომლის მდგომარებაც, ჯერჯერობით, სტაბილური არ არის.
ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიწესონ თვითშეზღუდვები და თუ არ არსებობს აუცილებლობა, არ შეიკრიბონ.