ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებული შემთხვევაა და ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, ორ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
სულ ქვეყანაში კოვიდ 19-ის 1006 შემთხვევა დაფიქსირდა. 10-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ დროისთვის 883 -ს შეადგინა. გარდაცვლილია - 15 ადამიანი; კარანტინის რეჟიმში 5640 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 244 პაციენტი გადის.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 31-ს შეადგენს.