ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. მისივე განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძირითადად სხვა ქვეყნიდან შემოტანილი შემთხვევების გამოვლენა ხდება.
ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და მათი მდგომარეობა სტაბილურია.