მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 7 შემოტანილი, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია - Palitra News

მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 7 შემოტანილი, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

2020-07-02 12:08:15+04:00

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 7 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. მისივე ინფორმაციით, კოვიდის ცენტრებში ამ დროისთვის სულ 107 პაციენტი მკურნალობს.

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე 23 პაციენტი რჩება და არც ერთის მდგომარეობა მძიმე არ არის.