ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან 1 პაციენტი გაეწერა და მკურნალობას 22 ინფიცირებული განაგრძობს. მისივე ინფორმაციით, მათგან არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.