ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 1-ის წყარო კი გაჩიანია.
კოვიდ ცენტრებში 237 პაციენტი მკურნალობს აქედან ინფექციურ საავადმყოფოში 41 მათგან 2 მძიმე პაციენტის შემთხვევაში დღეს მცირედი გაუმჯობესება შეინიშნება, დანარჩენ შემთხვევაში კი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია.