ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს და ყველას მდგომარეობა სტაბილურია.
მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია.